მომსახურების პირობები და ტარიფები

gaugzavne.ge წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას საქართველოში მოქმედ მობილურ ნომრებზე (5XXXXXXXX) SMS შეტყობინებების გასაგზავნად არჩეული გამგზავნის სახელით.

1. მომხმარებლის პასუხისმგებლობა და წესები

მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს შეტყობინების შინაარსსა და არჩეულ გამგზავნის სახელზე (Sender ID). აკრძალულია მუქარა, ძალადობა, შეურაცხყოფა, დისკრიმინაცია, ფიშინგი, თაღლითობა, სპამი და არასანქცირებული რეკლამა.

2. გამგზავნის სახელის (Sender ID) მოთხოვნები

  • სახელი უნდა იწყებოდეს ინგლისური ასოთი (A–Z) და შეიცავდეს მხოლოდ ლათინურ ასოებსა და ციფრებს (მაქს. 11 სიმბოლო);
  • ქართული, რუსული და სხვა არალათინური სიმბოლოები, ასევე გამოტოვებები არ დაიშვება;
  • აკრძალულია ბანკების, ფინანსური ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების დასახელებები.

3. ტარიფები და დამუშავების დრო

პირველი SMS ნაწილი ღირს 5 ₾, ყოველი დამატებითი ნაწილი — +1 ₾ (არჩეული სახელი შედის ფასში). ქართულ/Unicode ტექსტში 1 ნაწილი იტევს 70 ერთეულს (გრძელში 67), ხოლო GSM-7 ლათინურ ტექსტში — 160/153 ერთეულს. სამუშაო საათებში (12:00 – 04:00) მოთხოვნები მუშავდება ~5 წუთში, არასამუშაო საათებში — 5-60 წუთში.

4. თანხის დაბრუნების პოლიტიკა

წესების დარღვევის, აკრძალული შინაარსის, არასწორი Sender ID-ის, არასრული გადახდის ან შეცდომით მითითებული ნომრის გამო შეუსრულებელი შეკვეთის თანხა არ ბრუნდება.

ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში დაგვიკავშირდი ელ-ფოსტაზე support@gaugzavne.ge და დაურთე გადახდის ქვითარი. იხილე ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

მზად ხარ ანონიმური SMS-ის გასაგზავნად?

1 ნაწილი — 5 ₾, არჩეული გამგზავნის სახელი უკვე შედის ფასში.

SMS-ის გაგზავნა · 5 ₾-დან